ტყიბულის მაღაროში მომხდარ უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

33 წლის მაღაროელი დაიღუპა და კიდევ ერთი დაშავდა 13 ოქტომბერს ტყიბულის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად.

უბედური შემთხვევა მოყვა ერთ–ერთ მაღაროში ჭერის ჩამონგრევას, განაცხადა „საქნახშირის“ გენერალურმა დირექტორმა ვალერი ხუხალაშვილმა.

ტყიბულის მაღაროს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია – საქნახშირი მართავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)