ევროკავშირი მზად არის ვილნიუსის სამიტზე ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებისთვის

ევროკავშირის ლიდერებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მზადყოფნა, რომ მოლდოვასა და საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება ნოემბრის ბოლოს ვილნიუსში დაგეგმილ სამიტზე განახორციელონ იმ მიზნით, რომ მისი ხელმოწერა 2014 წლის შემოდგომისთვის შედგეს, განაცხადა ევროკავშირის საბჭომ ბიუსელში 25 ოქტომბერს გამართულ ორდღიან სამიტზე.

აღმოსავლეთ პარტნიორობა ერთ–ერთი საკითხი იყო, რომელიც ევროკავშირის საბჭოს ბრიუსელის შეხვედრის დღის წესრიგში შევიდა.

საბჭომ განაცხადა, რომ ის „ხაზს უსვამს აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობას ევროპის კონტიტენტზე დემოკრატიის, კეთილდღეობის და სტაბილურობის ერთიანი სივრცის მშენებლობისთვის“. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)