ცესკოს თქმით, ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია
საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლები დიდუბის რაიონის საარჩევნო უბანზე 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დღეს დილის 8 საათზე გაიხსნა, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა არჩევნების დაწყებიდან ნახევარ საათში.
თუმცა, ეკა აზარაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის ორი უბნიდან ინფორმაცია მიუწვდომელია, რადგანაც ცესკო ვერ დაუკავშირდა ამ ორ საარჩევნო უბანს.
ქვეყნის მასშტაბით სულ 3 689 საარჩევნო უბანია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)