წინასწარი მონაცემებით, მშპ–ს ზრდამ იანვარ–სექტემბერში 1.7% შეადგინა

"საქსტატის“ მიერ 30 ოქტომბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2013 წლის პირველ ცხრა თვეში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 1.7% შეადგინა, ხოლო მესამე კვარტალში 1.3%–იანი ზრდა დაფიქსირდა. 

სექტემბერში მშპ–ს ზრდამ 1.7% შეადგინა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მას შემდეგ, რაც აგვისტოში 1.2%–იანი, ხოლო ივლისში 0.9%–იანი ზრდა დაფიქსირდა, წინასწარი მონაცემების თანახმად. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)