საქართველოს და თურქეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 22 ნოემბერს ტელეფონით მის თურქ კოლეგას აბდულა გიულს ესაუბრა და ორმხრივი ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივები განიხილა, იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
„თურქეთის პრეზიდენტმა პირადად მიულოცა გიორგი მარგველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის პოსტის დაკავება", – ნათქვამია განცხადებაში, „თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულიმ საქართველოს სახელმწიფოს მეთაური გიორგი მარგველაშვილი თურქეთში მიიპატიჟა. საქართველოს პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრის დროს დაადასტურა, რომ ეს ვიზიტი უახლოეს მომავალში შედგება.“
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)