პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია უარყოფს მთავრობაში შესაძლო საკადრო ცვლილებებს

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ცნობები მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ „სინამდვილეს არ შეესაბამება“.

„უახლოეს დღეებში პრემიერ-მინისტრი კანონმდებლობის თანახმად დანიშნავს ახალ მთავარ პროკურორს. სხვა საკადრო ცვლილება მთავრობაში დაგეგმილი არ არის“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ 4 იანვარს გავრცელებულ პრეს-რელიზში.

მთავარი პროკურორის პოსტი ვაკანტური რჩება მას შემდეგ, რაც 30 დეკემბერს ოთარ ფარცხალაძე გადადგა მისი დანაშაულებრივი წარსულის შესახებ აგორებული სკანდალის შედეგად.

ქართულ მედიაში გავრცელდა ვარაუდები სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის შინაგან საქმეთა მინისტრით ალექსანდრე ჭიკაიძით ჩანაცვლების თაობაზე; ჭიკაიძემ ეს ინფორმაცია უარყო, როგორც „აბსურდული“.

„ამ ეტაპზე გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება“, – აცხადებს პრემიერის პრესსამსახური.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)