წლიურმა ინფლაციამ თებერვალში 3.5% შეადგინა
„საქსტატის“ ინფორმაციით, წლიური ინფლაციის დონემ თებერვალში 3.5% შეადგინა მას შემდეგ, რაც იანვარში ეს მაჩვენებელი 2.9% იყო.
2014 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0.2% შეადგინა.
სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 5.7%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხოლო საცხოვრებელზე – 9.3%–ით. ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ჯგუფზე ფასები 7.7%–ით გაიზარდა, ხოლო ჯანდაცვის მომსახურებაზე და სასტუმროების და რესტორნების ჯგუფზე 3.9%–ით და 5%–ით გაიზარდა, შესაბამისად. „საქსტატის“ ინფორმაციით, ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის ჯგუფებზე ფასები 0.9%–ით შემცირდა, თითოეულზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)