მურატ ვანეევი

დე ფაქტო იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი

ზოგადი ინფორმაცია

  • მურატ ვანეევი დაიბადა 1968 წლის 12 აპრილს ქ. ცხინვალში.
  • 1986-1988 წლებში მსახურობდა იალტაში, საბჭოთა კავშირის საზღვაო ფლოტში.
  • 1994 წელს დაამთავრა ქ. ვლადიმირის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მექანიკა-ტექნოლოგიის ფაკულტეტი.
  • 2005 წელს დაამთავრა ჩრდილოეთ ოსეთის კოსტა ხეთაგუროვოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
  • 2003 წლიდან ცხოვრობდა ქ. იაროსლავში, სადაც იურისტკონსულტანტად და ფსიქოლოგად მუშაობდა. 

პოლიტიკური კარიერა

  • 2012 წლის 25 მარტს სეპარატისტულ რეგიონში ჩატარებულ განმეორებით დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში მურატ ვანეევი სამხრეთ ოსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერის, სტანისლავ კოჩიევის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.
  • 2012 წლის 25 მაისს დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა მურატ ვანეევი იუსტიციის მინისტრად დანიშნა.
  • 2014 წლის იანვარში დე ფაქტო პრეზიდენტმა თიბილოვმა მთავრობა დაითხოვა და მას შემდეგ ვანეევი იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელია.

დამატებითი ინფორმაცია

მურატ ვანეევი რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წევრია (პარტიის ლიდერია ვლადიმერ ჟირინოვსკი)