Wizz Air-მა ქუთაისიდან დონეცკში ფრენა შეაჩერა, რეისების გაზრდას კიევის მიმართულებით გეგმავს

უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აერპორტიდან დონეცკის მიმართულებით ფრენა დროებით შეაჩერა, იტყობინება „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“,

„გადაყვანის უზრუნველსაყოფად, 23 ივლისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კიევის მიმართულებით ფრენის სიხშირე გაიზრდება, კერძოდ ავიაკომპანია WIZZ AIR-ი კიევში კვირაში ხუთის ნაცვლად შვიდ ავიარეისს შეასრულებს", – აცხადებს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ და იმედს გამოთქვამს, რომ „მდგომარეობა უკრაინაში მალე დარეგულირდება და WIZZ AIR-ის რეისები აღდგება.“