წინასწარი მონაცემებით, აპრილში მშპ-ის ზრდამ 2.7% შეადგინა

საქსტატის მიერ პარასკევს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ აპრილში 2.7% შეადგინა მარტში არსებული 8.3%-იანი ზრდის შემდეგ.

საქსტატის ცნობით, საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 7.4%-ით გაიზარდა.