განმეორებითი კენჭისყრა დამატებით ოთხი ოლქის შვიდ უბანზე დაინიშნა
29 ივნისს განმეორებითი კენჭისყრა სულ ცხრა ოლქის იმ 14 უბანზე გაიმართება, სადაც არჩევნები შედეგები გაბათილდა ან 15 ივნისს კენჭისყრა ჩაიშალა.
იმ ხუთი ოლქის შვიდ უბანთან ერთად, სადაც განმეორებითი კენჭისყრა უკვე დანიშნული იყო, დამატებით ოთხი ოლქის შვიდ უბანზე დაინიშნა 24 ივნისს განმეორებითი კენჭისყრები.
ცესკოს ინფორმაციით, ეს დამატებითი უბნებია თეთრიწყაროს მე-5; დუშეთის ოლქის მე-4, მე-6, 47-ე და 52-ე; ასევე ახალქალაქის №1 და ბათუმის 103-ე უბანი.
ამას გარდა, ცესკოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის სულ 51 უბნის შედეგები გადაითვალა საარჩევნო კომისიების ან სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე.
ხელახლა დაითვლიან არჩევნების შედეგებს მარნეულის ათ უბანზე, სადაც ნაციონალური მოძრაობა შედეგების გაბათილებას ითხოვდა. თუმცა პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა პარტიის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და საარჩევნო ადმინისტრაციას შედეგების გადათვლა დაავალა.