პუტინის სამძიმარი შევარდნაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ღრმა მწუხარება გამოთქვა საქართველოს ექს-პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო და მის ახლობლებსა და ასევე „მთელ ქართველ ერს“ მიუსამძიმრა, იტყობინება კრემლი.
საქართველოს მეორე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე 86 წლის ასაკში თბილისში 7 ივლისს გარდაიცვალა.