პრემიერ-მინისტრი კაბინეტის ახალ წევრებს სამშაბათს წარადგენს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრთა კაბინეთის ხუთ ახალ წევრს სამშაბათს 18 საათისთვის წარადგენს, ნაცვლად თავდაპირველად დაანონსებული 15 საათისა, განაცხადა მისმა პრესსამსახურმა.

ღარიბაშვილმა სამთავრობო ცვლილებების შესახებ 21 ივლისს გამოაცხადა. ეს ცვლილებები შეეხო შვიდი სამინისტროს ხელმძღვანელს, საიდანაც ორი თანამდებობას იცვლის, ხოლო ხუთმა საერთოდ დატოვა მინისტრთა კაბინეტი.

სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრად დასახელდა და ამ პოსტზე დავით დარახველიძეს შეცვლის.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს ხათუნა გოგალაძეს შეცვლის.

სხვა მინისტრები, რომლებმაც თანამდებობები დატოვეს, არიან: სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია; კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია; სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში კონსტანტინე სურგულაძე.