პარლამენტის თავმჯდომარე პარაგვაის, არგენტინას სტუმრობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 16-23 აგვისტოს პარაგვაისა და არგენტინას სტუმრობს.

პარაგვაიში უსუფაშვილი პარლამენტის ზედა და ქვედა პალატის სპიკერებს, უგო ადალბერტო ველასკეს მორენოსა და  ბლას ანტონიო ლანოსს, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრს ელადიო ლოიზაგას შეხვდება.

არგენტინაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრას გამართავს ვიცე-პრეზიდენტთან და პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარესთან ამადო ბუდუსთან და ქვედა პალატის სპიკერთან ხულიან დომინგესთან.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაში ასევე შედიან ქართული ოცნების დეპუტატები  გიგლა აგულაშვილი, თედო ჯაფარიძე,  გიგა ბუკია და ასევე გია ბარამიძე ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობიდან.