საქართველო უკრაინაში ჰუმანიტარულ ტვირთს გზავნის
დღეს საქართველო უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 12 ტონა სამედიცინო ჰუმანიტარულ ტვირთს აგზავნის, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 1 მლნ ლარს შეადგენს.
ჯანდაცვის სამინისტროს პრესამსახურის ინფორმაციით, ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც მედიკამენტებსა და პირველადი სამედიცინო დახმარების ნივთებს მოიცავს, ამ წუთებში იტვირთება თვითმფრინავში მისი უკრაინაში გაგზავნის მიზნით.
საქართველოს მთავრობამ უკრაინისთვის დახმარების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საჭიროებათა შემფასებელი მისიით სტუმრობდა კიევს აგვისტოს ბოლოს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)