თბილისი არ ცნობს ყირიმის არჩევნებს

საქართველო "გმობს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ანექსიას და აქედან გამომდინარე, არ ცნობს ყირიმსა და სევასტოპოლში ორგანიზებულ ე.წ. „ადგილობრივ არჩევნებს", რომელიც 14 სექტემბერს გაიმართა, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

16 სექტემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, ეს არჩევნები „საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და უკრაინის კანონმდებლობის უხეში დარღვევით“ გაიმართა.

„საქართველო კიდევ ერთხელ აფიქსირებს მკაფიო მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აცხადებს საქართველოს საგარეო უწყება.