ზუგდიდში ‘წყლის გამაცხებელი ავზის აფეთქების’ შედეგად უსაფრთხოების ოფიცერი დაიღუპა

შსს–ს სახელმწიფო უსაფრთხოების განსაკუთრებულ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს 32 წლის თანამშრომელი დაიღუპა მას შემდეგ, რაც სამშაბათს ღამით ზუგდიდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადგილობრივი ორგანიზაციის შენობის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ გომელაურმა, რომელიც ინციდენტის ადგილას ჩავიდა, განაცხადა, რომ შენობის სახურავის ჩამონგრევა შენობაში წყლის გამაცხელებელი ავზის აფეთქებამ გამოიწვია. მისი თქმით, ეს უბედური შემთხვევა იყო და უარყო, რომ თავდასხმას ან რაიმე განზრახ აფეთქებას ჰქონდა ადგილი. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)