წინასწარი მონაცემებით, სექტემბერში მშპ-ის ზრდამ 4.1% შეადგინა

საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.1%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც აგვისტოში მშპ-ს ზრდამ 5.2% შეადგინა,  იტყობინება ხუთშაბათს „საქსტატი“ წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით.

მესამე კვარტალში ეკონომიკის ზრდამ 5.5%, ხოლო 2014 წლის პირველ ცხრა თვეში 5.9% შეადგინა, წინასწარი მონაცემების თანახმად.

მთავრობა 2014 წელს 5%–იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს და იგივე მაჩვენებელია ნავარაუდევი მომავალი წლისთვისაც.

სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings–მა ოქტომბერში საქართველოს რეიტინგი სტაბილურიდან პოზიტიურით შეცვალა და ქვეყანას “BB-” რეიტინგი მიანიჭა. იგივე გააკეთა Moody’s Inverstos Service-მა აგვისტოში.