ევროკავშირი: მოსკოვის ხელშეკრულება სოხუმთან ‘აზიანებს სიტუაციის სტაბილიზაციისკენ განხორციელებულ ძალისხმევას’

რუსეთის მიერ „საქართველოს სეპარატისტულ რეგიონთან, აფხაზეთთან მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერა საზიანოა იმ ძალისხმევისთვის, რომელიც რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების სტაბილიზაციას ემსახურება“, განაცხადა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ 24 ნოემბერს.

„ისევე როგორც წინა შეთანხმებები, რომელთაც რუსეთის ფედერაციას და აფხაზეთს შორის მოეწერა ხელი, ესეც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ეწინააღმდეგება საერთაშიროსო სამართლის პრინციპებს და რუსეთის მიერ აღებულ საერთაშირისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას და 2008 წლის 8 სექტემბრის შეთანხმებას, რომელიც მისი განხორციელების ზომებს ეხება“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ევროკავშირი კიდევ ერთხელ გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – განაცხადა მოგერინიმ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)