საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა ერევანში
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე 2 დეკემბერს ერევანში სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს შეხვდა, სადაც ორ ქვეყანას შორის სამართალდამცავ სფეროში ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„თანამოსაუბრეები შეთანხმდნენ, რომ მაღალი რანგის პოლიტიკური დიალოგი, საპასუხო ვიზიტები და კონსტრუქციული და თბილი ურთიერთობები სომხეთსა და საქართველოს შორის ეხმარება ორ მეზობელ ქვეყანას, რომელთაც საუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებთ, რომ კვლავაც შეუწყონ ხელი თანამშრომლობას, რათა უპასუხონ თანამედროვე გამოწვევებს და საერთო ინტერესის მქონე რეგიონალური საკითხების ეფექტური გადაწყვეტის გზები გამოძებნონ“, – იტყობინება სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
საქართველოს შსს-ის ცნობით, 1-2 დეკემბერს განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრე ჭიკაიძე ასევე შეხვდა სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ გასპარიანს, რომელმაც ქართველ კოლეგას "პოლიციის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისთვის მედალი გადასცა"; და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორს გორიკ აკოპიანს.