სომხეთის პრემიერ-მინისტრი თბილისს ეწვევა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ჰოვიკ აბრაჰამიანი 11 დეკემბერს საქართველოს ეწვევა, იტყობინება მისი პრესსამსახური.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრი თავის ქართველ კოლეგას ირაკლი ღარიბაშვილს და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთს ოფიციალური ვიზიტით ბოლოს აგვისტოში სტუმრობდა.