თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში ქართველი სამხედროები მოინახულა

თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ავღანეთში იმყოფებოდა, სადაც ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველ სამხედროებთან ერთად ახალი წლის დადგომა აღნიშნა, განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ 3 იანვარს.

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მე-5 ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონია განთავსებული, სადაც უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ქართულმა ბატალიონმა 1 ნოემბრიდან გადაიბარა.

საქართველოს ერთი სადაზვერვო ასეული სწრაფი რეაგირების ძალების მოვალეობებს ჩრდილოეთ ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფის სიახლოვეს მდებარე მარმალის გერმანულ სამხედრო ბაზაზე ასრულებს.

ავღანეთში თავდაცვის მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ მისი მოადგილე გოჩა რატიანი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი  რომან ჯოხაძე.