წლიურმა ინფლაციამ დეკემბერში 2% შეადგინა



წლიური ინფლაცია 2012-2014 წლებში. წყარო: საქსტატი

„საქსტატის“ მიერ 5 იანვარს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2014 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 2% შეადგინა მას შემდეგ, რაც ნოემბერში ინფლაციის დონე 2.8% იყო.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2014 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0.7% შეადგინა.
 
წლიური ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჯანდაცვის სექტორში დაფიქსირდა და დეკემბერში 6% შეადგინა, რაც, „საქსტატის“ ინფორმაციით, ძირითადად განპირობებულია ფასების ზრდით  სამედიცინო პროდუქციაზე, აპარატურასა და მოწყობილობებზე.
 
სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასები 2.5%–ით გაიზარდა დეკემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ტრანსპორტის ჯგუფზე ფასები 1.6%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხოლო ტანსაცმელზე და ფეხსაცმელზე ფასების 5.5%–იანი კლება დაფიქსირდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)