წლიურმა ინფლაციამ იანვარში 1.4% შეადგინა

საქსტატის“ მიერ 3 თებერვალს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2015 წლის იანვარში წლიურმა ინფლაციამ 1.4% შეადგინა მას შემდეგ, რაც დეკემბერში ინფლაციის დონე 2% იყო.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2015 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0.2% შეადგინა.

წლიური ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჯანდაცვის სექტორში დაფიქსირდა და იანვარში 7.3% შეადგინა. ალკოჰოლურ სასმელებსა და სიგარეტზე ფასები 6.6%–ით გაიზარდა იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხოლო სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები 1.7%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

ფასები ტრანსპორტის ჯგუფზე იანვარში 5.9%–ით შემცირდა.