ღარიბაშვილი მიუნხენში გაემგზავრა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 6-8 თებერვალს იმართება, იტყობინება პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია.

კონფერენციის ფარგლებში, ღარიბაშვილის დაგეგმილ შეხვედრებს შორისაა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან; ამერიკელ სენატორებთან, მათ შორის რესპუბლიკელ ჯონ მაკკეინთან; ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანთან იან ჯიეჩისთან, ასევე NDI-ის თავმჯდომარესთან მადლენ ოლბრაიტთან შეხვედრები. 

საქართველოს დელეგაცია, რომელშიც ასევე შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, თბილისში 9 თებერვალს დაბრუნდება.