დავით უსუფაშვილი სომხეთს სტუმრობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 16-17 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს სტუმრობს.

უსუფაშვილი შეხვედრებს გამართავს თავის სომეხ კოლეგასთან გალუსტ საჰაკიანთან, რომელიც საქართველოს ოქტომბერში სტუმრობდა; ასევე სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან, პრემიერ-მინისტრ ჰოვიკ აბრამიანთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ედუარდ ნალბანდიანთან.