საქართველოს პრეზიდენტი კიევს ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კიევს უკრაინელი კოლეგის პეტრო პოროშენკოს მიწვევით 22 თებერვალს ეწვევა და სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს „ღირსების მარშში“, იტყობინება პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარასკევს.
კიევში დაგეგმილი მარში მაიდნის მოვლენების წლისთავს ეძღვნება, როცა შარშანდელ საპროტესტო გამოსვლებს, რასაც შედეგად უკრაინის ყოფილი ლიდერის ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომა და ახალი ხელისუფლების არჩევა მოჰყვა, 100 დემონსტრანტი და 20 პოლიციელი ემსხვერპლა.