პრემიერ–მინისტრმა იმერეთის ახალი გუბერნატორი დანიშნა

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის ვაკის რაიონის გამგებელი გივი ჭიჭინაძე იმერეთის რეგიონის ახალ გუბერნატორად დანიშნა.

ჭიჭინაძემ ამ თანამდებობაზე ზაზა მეფარიშვილი შეცვალა, რომელმაც გადადგომის შესახებ 22 თებერვალს გააკეთა განცხადება.

ჭიჭინაძე, რომელსაც 2014 წლის აგვისტოდან ვაკის რაიონის გამგებელია, 2012–2013 წლებში ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოში აღმასრულებელი თანამდებობა ეკავა.