საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გერმანიას სტუმრობს

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ბერლინს სტუმრობს, სადაც თავის გერმანელ კოლეგას, ტომას დე მეზიერთან გამართავს მოლაპარაკებებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა ორშაბათს, რომ შეხვედრების დროს განიხილება „ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეული პროგრესი“.

ვიზიტის ფარგლებში გომელაური ასევე შეხვდება ფედერალური კრიმინალური სამსახურის პრეზიდენტს, ჰოლგერ მიუნხს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ივანე პაპიაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე.