თბილისში წყალდიდობის შედეგების ამსახველი ფოტოები
გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი გზატკეცილის ხედი. მდინარე ვერემ ადიდების შედეგად ამ გზის დიდი მონაკვეთი დაფარა და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
თბილისში 13-14 ივნისს მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, ხოლო დაკარგულად 24 ადამიანი ითვლება, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა კვირას საგანგებო შტაბის სხდომაზე.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამ სხდომაზე, რომელიც პირდაპირ სატელევიზიო ეთერში გადაიცემოდა, განაცხადა, რომ 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდება.
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ამჟამად მიმდინარეობს იმ 45 ოჯახის სასტუმროებში დროებით განთავსება, რომლებიც ვერეს ხეობაში მდინარის ადიდების შედეგად უსახლკაროდ დარჩნენ.
მერის თქმით, დაღუპულთა დაკრძალვის ხარჯებსაც მერია დაფარავს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გარდაცვლილთა ოჯახები სახელმწიფოსგან დახმარების სახით 10 ათას ლარს მიიღებენ.
მისივე თქმით, პირველ ეტაპზე ცენტრალური ბიუჯეტიდან მერიას სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის 10 მლნ ლარი გამოეყოფა.
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ წინასწარი დათვლებით, ზარალი, დაახლოებით, 40 მლნ ლარს აღწევს. მან ასევე განაცხადა, რომ ფინანსების მოზიდვაზე კომუნიკაცია მიმდინარეობს დონორებთანაც.
„ყველაფერს მოვაგვარებთ, გამოვნახავთ ფინანსებსაც, მაგრამ ყველაზე მთავარი ტკივილი არის ადამიანების დაკარგვა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან მადლობა გადაუხადა მოხალისეებს გამოჩენილი სოლიდარობის გამო, თუმცა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საკმარისი ძალებია ჩართული სალიკვიდაციო სამუშაოებში და საჭიროების შემთხვევაში, მოხალისეებს ჩართვისკენ ხელისუფლება თავად მოუწოდებს.
სტიქიის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა დედაქალაქის ქუჩები და დაიტბორა ზოოპარკის ტერიტორია.
მდინარე ვერე ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოწოლილმა დიდმა მეწყერმა ჩახერგა წყნეთი-ბეთანიის გზაზე, რამაც გამოიწვია დიდი რაოდენობით წლის დაგროვება და შემდეგ უზარმაზარი ნაკადის დედაქალაქის მიმართულებით გადმოხეთქვა, განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, დაახლოებით 36 ადამიანი საავადმყოფოებში მოათავსეს და მათი უმეტესობა უკვე გაწერილია.
გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი გზატკეცილის ხედი. მდინარე ვერემ ადიდების შედეგად ამ გზის დიდი მონაკვეთი დაფარა და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
სვანიძის ქუჩა ვაკეში, რომელიც მდინარე ვერეს ადიდების შედეგად ყველაზე მეტად დაზიანებულებს შორისაა. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
დათვი რუსთავი 2-ის ვიდეოდან გადაღებულ ფოტოზე. თბილისის ზოოპარკმა განაცხადა, რომ დატბორვის შედეგად ბინადართა დაახლოებით ნახევარი, მათ შორის ლომები, ვეფხვები, დათვები და მგლები დაკარგა. მათი უმეტესობა წყალდიდობის შედეგად დამხრჩვალი ითვლება, თუმცა ნაწილი ვოლიერებიდან გაიქცა. გაქცეული ცხოველების ნაწილს, რომლებიც სტიქიას გადაურჩნენ, სამართალდამცავებმა ან ესროლეს ან დაიჭირეს და ზოოპარკში დააბრუნეს. გაქცეულ მტაცებელთა სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება. გმირთა მოედანზე აღმოჩენილ ბეჰემოთს ტრანკვილიზატორიდან ესროლეს და კვლავ ზოოპარკში შეაბრუნეს.
სვანიძის ქუჩა ვაკეში, რომელიც მდინარე ვერეს ადიდების შედეგად ყველაზე მეტად დაზიანებულებს შორისაა. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
თბილისის ზოოპარკი. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
სვანიძის ქუჩა ვაკეში, რომელიც მდინარე ვერეს ადიდების შედეგად ყველაზე მეტად დაზიანებულებს შორისაა. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
თბილისის ზოოპარკი. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
ზოოპარკის ხედი ამირეჯიბის გზატკეცილიდან. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
ზოოპარკის ხედი ამირეჯიბის გზატკეცილიდან. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
ამირეჯიბის გზატკეცილი. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
ამირეჯიბის გზატკეცილი. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
მდინარე ვერე ამირეჯიბის გზატკეცილის გასწვრივ. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
თბილისის ზოოპარკი. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა სვანიძის ქუჩაზე დატბორილ სახლში გარდაცვლილი ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
სვანიძის ქუჩა. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
სვანიძის ქუჩა. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
ამირეჯიბის გზატკეცილი, სადაც ასევე ჩანს მზიურის პარკის ნაწილი. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
მდინარე ვერეს ადიდების შედეგად ასევე დაზარალდა წყნეთის ქუჩის ნაწილი. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
ამჟამად ქალაქის დაზიანებულ ქუჩებში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)