შვედური კომპანია Betsson-ი ქართულ Europe-Bet–ს ყიდულობს
სათამაშო ბიზნესის წარმომადგენელმა შვედურმა კომპანიამ Betsson-მა განაცხადა 29 ივნისს, რომ სათამაშო ბიზნესის ქართულ ონლაინ ოპერატორს, Europe-Bet-ს 50 მილიონ აშშ დოლარად ყიდულობს.
იმ შეთანხმების თანახმად, რომელიც სავარაუდოდ ივლისში დასრულდება, ერთი წელიწადის განმავლობაში დამატებით 35 მილიონი აშშ დოლარი იქნება გადახდილი იმ პირობით, რომ სათამაშო ბიზნესის რეგულაციები უცვლელი დარჩება საქართველოში.
კომპანია Betsson–მა განაცხადა, რომ ამ შესყიდვის შედეგად ის სათამაშო ბიზნესის მეორე უმსხვილესი ონლაინ ოპერატორი გახდება საქართველოში, დაახლოებით, 30%–იანი ბაზრის წილით.
2014 წელს Europe-Bet-ის შემოსავლები, რომელსაც ამჟამად 10 ქართველი აქციონერი ყავს, 52.4 მილიონი აშშ დოლარი იყო, სადაც ონლაინ ოპერაციების წილმა 40.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მისი ძირითადი ონლაინ ბიზნესი სპორტული ფსონებია, რომელმაც გასული წლის მთლიანი შემოსავლების 44% შეადგინა.