გლდანის ერთ-ერთ კორპუსში მომხდარმა აფეთქებამ 5 ადამიანი იმსხვერპლა
გლდანში მდებარე ამ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 14 ივლისს დღისით მოხდა. ფოტო: თბილისის მერია
ხუთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა გლდანში, 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში 14 ივლისს მომხდარი აფეთქების შედეგად, რომლის სავარაუდო მიზეზადაც ერთ-ერთ ბინაში გაზის გაჟონვა სახელდება.
ორი ქალბატონი საავადმყოფოში, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები დაზიანებული შენობის გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ, 14 ივლისი. ფოტო: თბილისის მერია
39 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა აფეთქების გამო დაზიანებული კორპუსიდან; მათ ღამე სასტუმროებში გაატარეს, მერიის წარმომადგენელთა ინფორმაციით.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები დაზიანებული შენობის გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ, 14 ივლისი. ფოტო: თბილისის მერია
ჯერ-ჯერობით აფეთქების ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის, თუმცა ეჭვი გაზის გაჟონვის მიმართ გამოითქმის.
„ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენელმა ნინო თურმანიძემ განაცხადა, რომ თუ მიზეზი მართლაც გაზის გაჟონვა გახდა, ეს შესაძლოა ერთ-ერთ ბინაში არასწორად დამონტაჟებულ გაზის წყლის გამათბობელს უკავშირდებოდეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)