ევროპარლამენტარები საქართველოს სტუმრობენ

უკრაინაში 23–24 ივლისს განხორციელებული ვიზიტის შემდეგ, ევროპარლამენტის წევრები საგარეო საქმეთა კომიტეტიდან საქართველოს სტუმრობენ.

დელეგაცია, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკი ხელმძღვანელობს, სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლსაც ეწვევა.

25 ივლისს დელეგაციის წევრები თბილისში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე ნაციონალური მოძრაობის და თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლებს შეხვდნენ.