რუსი დოპლომატი: ‘ნატოს გაფართოებას კატასტროფული შედეგები ექნება’

რუსეთის მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა ნატოში, ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა, რომ საქართველოს და უკრაინის ალიანსში ინტეგრაციას „ყველაზე სერიოზული შედეგები“ მოყვება მთელი ევროპისთვის.

მან განუცხადა რუსულ ვებგვერდს Lifenews.ru: „ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური თამაშები  საქართველოს და უკრაინის მიმართულებით ნატოს გაფართოების საკითხზე ყველაზე სერიოზულ და ყველაზე ღრმა გეოპოლოტიკურ შედეგებს გამოიწვევს მთელი ევროპისთვის“. 

მან ასევე დასძინა, რომ მას მიაჩნია, რომ „ადამიანებს ბრიუსელში და სხვა დედაქალაქებში ესმით იმ თამაშის საფრთხეები, რომლის თამაშსაც გარკვეული ძალები ცდილობენ“.

„ამას კატასტროფული შედეგები ექნება; ამას კატასტროფული შედეგები ექნება თავად უკრაინისთვის“, – განაცხადა რუსმა დიპლომატმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)