საქსტატი: მშპ–ს ზრდამ 2015 წლის პირველ ნახევარში 2.6% შეადგინა
„საქსტატის“ მიერ 30 ივლისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2015 წლის პირველ ექვს თვეში რეალური მშპ–ს ზრდის ტემპმა 2.6% შეადგინა.
მეორე კვარტალში ეკონომიკა 2.1%–ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც 2015 წლის პირველ კვარტალში 3.2%–იანი ზრდა დაფიქსირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
პარლამენტმა 17 ივლისს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა, რის შედეგადაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5%–დან 2%–მდე შემცირდა, ხოლო თავდაპირველად დაგეგმილი საგადასახადო შემოსავლები 200 მილიონი ლარით შემცირდა და 7.4 მილიარდი ლარი შეადგინა.
ივნისში რეალური მშპ–ს ზრდის ტემპმა 3.1% შეადგინა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მას შემდეგ, რაც აპრილსა და მაისში, შესაბამისად, 0.9% და 2.1% შეადგინა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)