თბილისში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
მეხანძრეები 4 აგვისტოს დიდუბის რაიონში გაჩენილ ხანძარს ებრძვიან. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
დიდუბის რაიონში გუდაუთის ქუჩაძე 4 აგვისტოს გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაშავდა.
დიდუბეში მდებარე საწყობში 4 აგვისტოს გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში ვერტმფრენიც ჩაერთო. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
სამშაბათს შუადღის შემდეგ საწყობში საღებავების და პლასტმასის წვის შედეგად გამოწვეული შავი კვამლი დედაქალაქის სხვადასხვა ადგილებიდან შეინიშნებოდა.
ხანძრის დროს საწყობში მყოფი ორი ადამიანის გვამები მაშველებმა სამშაბათს საღამოს, ხანძრის ლიკვიდაციიდან რამდენიმე საათში აღმოაჩინეს.
4 აგვისტოს საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად შავი კვამლი წარმოიშვა. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
სულ ცოტა სამი ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში სიცოცხლისთვის არასაშიში დამწვრობებით. სამედიცინო დახმარება ასევე დასჭირდა ორ მეხანძრეს, რომელთაც მცირე დაზიანებები მიიღეს.
ხანძარი ასევე მოედო ახლომდებარე საწყობს, სადაც საკომუნიკაციო კომპანიის „კავკასუს ონლაინის“ მასალები ინახებოდა.
125 მეხანძრესთან ერთად ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში ვერტმფრენიც ჩაერთო. ვერტმფრენს ხანძრის ჩასაქრობად წყალი სპეციალური ავზით მდინარე მტკვიდან მოჰქონდა.
4 აგვისტოს საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად შავი კვამლი წარმოიშვა. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
ვერტმფრენი წყლით სავსე ავზით საწყობის თავზე მიფრინავს. ხანძრის ჩასაქრობად წყალი ვერტმფრენს მდინარე მტკვიდან მოჰქონდა. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
4 აგვისტოს საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად წარმოშობილი შავი კვამლი დედაქალაქის სხვადასხვა ადგილებიდან შეინიშნებოდა. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
ხანძარი, რომელიც სამშაბათს შუადღის შემდეგ გაჩნდა, საღამოსთვის ლიკვიდირებულ იქნა.
ხანძრის მიზეზი ამ ეტაპზე დადგენილი არ არის.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)