ენერგეტიკის მინისტრი ირანს ნოემბერში ეწვევა
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ის ნოემბრის შუა რიცხვებისთვის თეირანში ვიზიტს გეგმავს, რათა განიხილოს „რამდენად შესაძლებელია ბუნებრივი აირის წამოღება“.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს გაზის მოწოდების დივერსიფიცირება უნდა მოახდინოს, მათ შორის დამატებითი რუსული გაზის შეძენით და ასევე ირანული გაზის იმპორტითა და ტრანზიტით.
კალაძემ, რომელიც „გაზპრომის“ აღმასრულებელ დირექტორს 26 ოქტომბერს მილანში შეხვდა, განაცხადა, რომ ამ რუსულ სახელმწიფო კომპანიასთან მოლაპარაკებები კომერციული გაზის შესაძლო შეძენაზე კვლავ გრძელდება და ჯერ-ჯერობით შეთანხმება არ არის მიღწეული.
28 ოქტომბერს მთავრობის სხდომის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ მოლაპარაკებებიდან ქართული მხარე მეტი სარგებლის მიღებას ცდილობს.