სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს სტუმრობს

სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი 30 ოქტომბერს თბილისს სამუშაო ვიზიტით ეწვია.

იგი თავის ქართველ კოლეგას გიორგი მარგველაშვილს, ასევე პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შეხვდება.

სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორმხრივი თანამშრომლობის მთელი რიგი საკითხები და მათი "შემდგომი გაღრმავების ახალი პერსპექტივები“ იქნება განხილული თბილისში დაგეგმილი მოლაპარაკებების დროს.