აშშ-ის საელჩო“რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით ‘უაღრესად შეშფოთებულია’
აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ განაცხადა, რომ „უაღრესად შეშფოთებულია“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებული უკანასკნელი მოვლენებით, რომლის მიხედვითაც მოსამართლის გადაწყვეტილებით ტელეკომპანიაში დროებითი მმართველობა დაინიშნა იმ ფონზე, როცა საკუთრებაზე სასამართლო დავა გრძელდება.
„აშშ-ის საელჩო უაღრესად შეშფოთებულია „რუსთავი 2“-ის მართვასა და საკუთრებასთან დაკავშირებით შუა ღამეს განვითარებული მოვლენებით“, – განაცხადა ელჩმა 6 ნოემბერს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში.
„სააპელაციო პროცესამდე არხის მმართველობის შეცვლის მცდელობას საფუძვლიანი პოლიტიკური შინაარსი აქვს. დემოკრატიულ საზოგადოებაში კრიტიკულ აზრს ხელი უნდა შეეწყოს და არა – მიჩუმდეს“, – აცხადებს კელი.
„ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. მოვუწოდებთ მთავრობას, დაიცვას მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის პრინციპები, რაც ამ მისწრაფებათა განუყოფელი ნაწილია. ამავე დროს, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავოს ძალადობისაგან და ხელი შეუწყოს დიალოგის გზით ვითარების მშვიდობიან მოგვარებას“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)