თავდაცვის მინისტრი კანადას, გაეროს, გერმანიას, ბრიუსელს და აზერბაიჯანს ეწვევა
თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხუთშაბათს ორკვირიანი საგარეო ვიზიტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ის კანადას, გაეროს შტაბბინას ნიუ–იორკში, ევროპარლამენტს ბრიუსელში, ასევე გერმანიას და აზერბაიჯანს ესტუმრება.
კადანაში ხიდაშელი ჰალიფაქსის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოვა სიტვით 20 ნოემბერს. მისი თქმით, იგი ფორუმის ფარგლებში კანადის ახალი მთავრობის წარმომადგენლებს, მათ შორის თავდაცვის მინისტრს ჰარჯიტ საჯანს შეხვდება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი შემდეგ ნიუ–იორკში გაემგზავრება, სადაც სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში გაეროს ოფიციალურ წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს. ნოემბრის დასაწყისში აშშ მიესალმა საქართველოს მზადყოფნას გაეროს სამშვიდობო მისიებში ბატალიონის გაგზავნის თაობაზე.
გერმანიაში ხიდაშელი თავის გერმანელ კოლეგას ურსულა ფონ დერ ლიაიენს შეხვდება და შემდეგ ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც ევროპარლამენტის უსაფრთხოების და თავდაცვის ქვეკომიტეტის სხდომაზე გამოვა სიტყვით. მისი თქმით, ორკვირიან უცხოურ ვიზიტს ის აზერბაიანში სტუმრობით დაასრულებს.