პარლამენტის თავმჯდომარე სამხრეთ კორეას ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 24-28 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ კორეას ეწვევა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დაგეგმილია შეხვედრა ეროვნული ასამბლეის სპიკერთან, ჩანგ უი-ჰვასთან.

სეულში ვიზიტამდე საპარლამენტო დელეგაცია დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით 21 თებერვლიდან იაპონიას სტუმრობდა, სადაც შეხვედრები გაიმართა იაპონიის პარლამენტის ზედა და ქვედა პალატის ხელმძღვანელებთან მასააკი იამაძაკისთან და ტადამორი ოშიმასთან, ასევე იაპონიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან იოჯი მუტოსთან.

„საქართველო, როგორც აზიის და ევროპის დამაკავშირებელი ჯაჭვი, დერეფანი, ძალიან მნიშვნელოვანია იაპონიისთვისაც“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა ტოკიოში და დასძინა, რომ თბილისი მზადაა, მაქსიმალური ძალისხმევა გასწიოს იაპონიასთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.