წინასწარი მონაცემებით, იანვარში მშპ–ის ზრდამ 0.8% შეადგინა
„საქსტატის“ მიერ ორშაბათს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, იანვარში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპმა 0.8% შეადგინა.
მთავრობის პროგნოზით 2016 წელს ეკონომიკა 3%-ით უნდა გაიზარდოს.
2015 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2.8% შეადგინა, რაც 2014 წელს არსებულ 4.6%–ზე ნაკლები და 2009 წლიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.