საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანს ეწვევა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 6–7 მარტს აზერბაიჯანს ესტუმრება.
ბაქოში ჯანელიძე პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, პრემიერ-მინისტრ არტურ რასი-ზადეს, მილი მეჯლისის თავმჯდომარეს ოქთაი ასადოვს და აზერბაიჯანელ კოლეგას, ელმარ მამედიაროვს შეხვდება.
ვიზიტამდე, დაახლოებით, ორი კვირით ადრე თბილისმა 19 თებერვალს აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მეხუთე სამმხრივ შეხვედრას უმასპინძლა.