საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 14-18 მარტს ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს ეწვევა, სადაც დაგეგმილია მისი შეხვედრა სახელმწიფო მდივანთან ჯონ კერისთან.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ასევე დაგეგმილია შეხვედრები თეთრი სახლის წარმომადგენლებთან, სენატსა და კონგრესში, მათ შორის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან.
ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე სიტყვით გამოვა ატლანტიკურ საბჭოში, ასევე შეხვედრებს გამართავს აშშ-ის სხვა „წამყვანი კვლევითი ცენტრების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან“.