პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთში გაემგზავრა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთის სამეფოში გაემგზავრა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, 21-22 მარტს დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში დავით უსუფაშვილი თავის კოლეგას აბდულა ბინ მოჰამედ ბინ იბრაჰიმ ალ-შეიხს და პრინცს ალვალიდ ბინ თალალ ბინ აბდულაზიზ ალ-საუდს შეხვდება.
პარლამენტის თავმჯდომარეს საუდის არაბეთში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ქართული ოცნების დეპუტატი თედო ჯაფარიძე ახლავს თან.