წლიურმა ინფლაციამ მარტში 4.1% შეადგინა
"საქსტატის“ მონაცემების თანახმად, მარტში წლიური ინფლაციის დონემ 4.1% შეადგინა მაშინ, როცა თებერვალში ეს მაჩვენებელმა 5.6% იყო.
2016 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით საქართველოში 0.3%–იანი დეფლაცია დაფიქსირდა.
წლიურმა ინფლაციამ ჯანდაცვის კატეგორიაში მარტში 10.2% შეადგინა, რაც ძირითადად გამოიწვია ფასების მომატებამ სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების (18.7%) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11.6%) ქვეჯგუფებზე.
სურსათზე ფასები 2.3%–ით გაიზარდა მარტში წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით; ფასები ალკოჰოლურ სასმელზე და სიგარეტზე 14%–ით გაიზარდა, რაც თამბაქოზე აქციზის გადასახადის ზრდას უკავშირდება.
ფასები ტრანსპორტის ჯგუფზე მარტში 3.6%–ით შემცირდა.