ურანის გასაღების მცდელობაში ეჭვმიტანილი ხუთი პირი დაკავებულია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ურანი 238 და ურანი 235–ის უკანონო გასაღების ფაქტზე საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ხუთივე პირი ქობულეთში დააკავეს.
უსაფრთხოების სამსახურმა არ დააკონკრეტა, ვისთვის ცდილობდნენ დაკავებულები რადიოაქტიური ნივთიერების მიყიდვას.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს 27 აპრილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ამ განცხადებამდე 10 დღით ადრე, 18 აპრილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სამი საქართველოს და სამი სომხეთის მოქალაქე დააკავა ურანის (U 238) „200 მილიონ აშშ დოლარად“ გასხვისების ფაქტზე.
იანვარში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია სამი პირის დაკავების თაობაზე, რომელთაც რადიოაქტიური ნივთიერების ცეზიუმ–137 გაყიდვის მცდელობაში ედებოდათ ბრალი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)