PACE–ს თანამომხსენებლები საქართველოს ესტუმრებიან

საქართველოს საკითხებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლები ქვეყნის მონიტორინგის ფარგლებში 3–5 მაისს თბილისს ესტუმრებიან.

ორი თანამომხსენებელი, ლატვიელი დეპუტატი სოციალისტური ჯგუფიდან (SOC) ბორის სილევიჩი და შვედი დეპუტატი ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსიდან ევროპისთვის (ALDE), კერსტინ ლანდგრენი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ–მინისტრს, მთავრობის წევრებს, პარლამენტის თავმჯდომარეს და ასევე პოლიტიკური პარტიების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.