მარგველაშვილი სტრასბურგს და ბრიუსელს ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 6–9 ივნისს სტრასბურგს და შემდეგ ბრიუსელს ეწვევა.
სტრასბურგში მარგველაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს შეხვდება და 6 ივნისს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამოვა სიტყვით.
ბრიუსელში პრეზიდენტი მარგველაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან გამართავს შეხვედრას 8 ივნისს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ასევე დაგეგმილია მარგველაშვილის შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)