აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები – 11 პარტია და 4 ბლოკი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ 11 პოლიტიკური პარტია და 4 საარჩევნო ბლოკი დაარეგისტრირა, რომლებიც 8 ოქტომბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას.
 
აჭარის 21–წევრიანი უმაღლესი საბჭოს არჩევნები 8 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების პარალელურად გაიმართება, რომელშიც 19 პარტია და 6 ბლოკი იღებს მონაწილეობას.
 
ქვემოთ მოცემულია იმ პოლიტიკური პარტიების სია, რომლებიც აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში დამოუკიდებლად იყრიან კენჭს:

ქვემოთ მოცემულია 4 საარჩევნო ბლოკის სია:

  • პაატა ბურჭულაძე–სახელმწიფო ხალხისთვის – საარჩევნო ბლოკს პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ უძღვება და მის შემადგენლობაში ასევე შედის კიდევ სამი პარტია: „ახალი საქართველო“, რომელსაც დეპუტატი გიორგი ვაშაძე ხელმძღვანელობს, რომელმაც პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (ენმ) 2016 წლის მაისში დატოვა; ახალი მემარჯვენეები, რომელსაც ყოფილი დეპუტატის მამუკა კაციტაძე ხელმძღვანელობს, და „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“, რომელიც დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ შარშან დააფუძნა მას შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობა დატოვა (ფორმალურად „გირჩი“ არ შედის იმ პარტიების სიაში, რომელთაც ბლოკად რეგისტრაციისთვის ცესკოს მიმართეს, თუმცა ბლოკის წარმომადგენელთა განცხადებით, „გირჩი“ რჩება კოალიციაში და მისი წარმომადგენლები ბლოკის საარჩევნო სიაშიც იქნებიან);
  • ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა – საარჩევნო ბლოკი, რომელიც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის „გაერთიანებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ" შექმნა ნაკლებად ცნობილ პარტიასთან – „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“;
  • თოფაძე – მრეწველები, ჩვენი სამშობლო – საარჩევნო ბლოკი, რომელიც დეპუტატ გოგი თოფაძის მრეწველთა პარტიამ და ზვიად ჩიტიშვილის „ჩვენმა სამშობლომ“ ჩამოაყალიბა; ჩიტიშვილი ბიზნეს საქმიანობას რუსეთში ეწევა და მას ორმაგი, რუსეთ–საქართველოს მოქალაქეობა აქვს; ჩვენი სამშობლოს ერთ–ერთი წინასაარჩევნო დაპირებაა მსურველთათვის ორმაგი, რუსეთ-საქართველოს მოქალაქეობის უზრუნველყოფა;
  • ჩვენები–სახალხო პარტია – საარჩევნო ბლოკი, რომელიც პარტიებმა „ჩვენები“ და „სახალხო პარტიამ“ შექმნეს;

ქვეყნის მასშტაბით მოქმედი საარჩევნო სისტემის მსგავსად, აჭარის არჩევნებიც შერეული სისტემით იმართება – უმაღლესი საბჭოს 15 წევრი პროპორციული წესით ირჩევა იმ პარტიებიდან და საარჩევნო ბლოკებიდან, რომლებიც აჭარაში 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
 
უმაღლესი საბჭოს 6 წევრი ირჩევა 6 მაჟორიტარულ, ერთმანდატიან ოლქში. კანდიდატმა პირველივე ტურში გამარჯვების მოსაპოვებლად ხმების 50%–ზე მეტი უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში,  გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტური გაიმართება.